PlaceMUS XR • 2025 [პარტნიორი]
- Apr 14
- 1 min read
პროექტის შესახებ
ჰორიზონტი ევროპის მიერ დაფინანსებული პროექტი PlaceMUS XR ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ონლაინ პლატფორმის (European Collaborative Cloud for Cultural Heritage) ნაწილია.
პროექტის მიზანია ციფრული მუსიკალური რუკის შექმნა, რომელზეც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სივრცეები და მათთან დაკავშირებული ტრადიციები ვირტუალურად, გაფართოებული რეალობის (XR) ფორმატში გაცოცხლდება.
პროექტი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სრულად ციფრული გამოცდილებით, ან ადგილზე იმოგზაურონ შერეული (ფიზიკური + ციფრული) მარშრუტებით; გაეცნონ არა მხოლოდ კონკრეტულ მუსიკალურ ტრადიციას, არამედ მის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს, მასთან დაკავშირებული გარემოს თავისებურებებს.

ჩვენი როლი
„ფოლკლორული საქართველოს“ მისიაა პროექტის ფარგლებში შექმნილ ვირტუალურ რუკაზე მკაფიოდ გამოჩნდეს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა. პროექტი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიოსთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენი მიზანია ქართული ტრადიციული მუსიკის მნიშვნელოვანი ჟანრების, მათთან დაკავშირებული კონკრეტული ადგილების, შესრულების კონტექსტების კვლევა.
საარქივო მასალებსა და საველე ჩანაწერებზე დაყრდნობით, ამასთანავე ტრადიციული მუსიკის თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ იმ მდიდარი მეტამონაცემების შეგროვებას, მომზადებასა და წარდგენას, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს სრულიად შეიგრძნონ და დაინახონ ქართული მრავალხმიანობა მისთვის ბუნებრივ სოციალურ და კულტურულ გარემოში.


![„ადილეი და მეგობრები“ დისკანტოს ფესტივალზე • 2025 [მონაწილე]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_69200d36bf0a40ddb8e05fa2ea21589e~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_69200d36bf0a40ddb8e05fa2ea21589e~mv2.jpg)
![პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები • 2024 [ჩვენი პროექტი]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_7b8d3dac6f7645f2a80c1abe1aac1288~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_7b8d3dac6f7645f2a80c1abe1aac1288~mv2.jpg)
![ანსამბლ „მარგალიტის“ მონაწილეობა დისკანტოს ფესტივალზე • 2024 [მონაწილე]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_3c0f0bc107564bd3a5562b713398f37d~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_3c0f0bc107564bd3a5562b713398f37d~mv2.jpg)