„ჯადოსნური ბილიკები“ - რებული მჟავანაძის აუდიოალბომი“ [ჩვენი პროექტი]
- Aug 7
- 1 min read
2026 წელს, „ფოლკლორული საქართველოს“ ინიციატივით გამოიცა გურული მომღერლის, რებული მჟავანაძის აუდიოალბომი, რომელიც 24 სიმღერისაგან შედგება.
რებული მჟავანაძე დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ოზურგეთში. სიმღერა და ზოგადად მუსიკა მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო, ოჯახში ყველა მღეროდა. აქ ხშირად იკრიბებოდნენ ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლები. ამგვარმა გარემომ განსაზღვრა რებულის განსაკუთრებული მუსიკალური უნარები და ინტერესები. პატარაობიდან უკრავდა აკორდეონზე, ფორტეპიანოზე; სწავლობდა ვალტორნაზე თბილისის ნიჭიერთა ათწლედსა და შემდეგში კონსერვატორიაში.

1960-იანი წლების ბოლოდან რებული მჟავანაძე გურიაში ხელმძღვანელობდა საესტრადო ანსამბლს, 70-იან წლებში ჰყავდა ჯაზბენდი ანასეულში. 1987 წლიდან მუშაობდა შემოქმედის მონასტრის მგალობელთა გუნდის რეგენტად. 2005 წელს ოზურგეთის კულტურის ცენტრში დააარსა ფოლკლორული ანსამბლი „ვახტანგური“, რომელსაც რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა.
რებული მჟავანაძის ჩაწერის იდეა პროექტის ხელმძღვანელს - სანდრო ნათაძეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თავდაპირველად სანდრომ ოზურგეთში რებულისთან ვიზიტებისას თავად ჩაიწერა კომბინირებული წესით 20-ზე მეტი სიმღერა, შემდეგ კი ამას მისცა პროფესიონალური სახე და 2024 წელის დეკემბრიდან ხმის რეჟისორ ილია ჯღარკავას დახმარებით ჩაწერები დაიწყო სტუდიაში. ამ ჩანაწერებში რებული მჟავანაძე მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ხელწერითა და იშვიათი იმპროვიზაციით ასრულებს სიმღერების სამივე ხმას. დისკში შესულ ორ კრიმანჭულიან სიმღერაში კი მას პარტნიორობას ანსამბლი „ადილეი“ უწევს.

აუდიოალბომი „ჯადოსნური ბილიკების“ გამოცემა ქართული ტრადიციული მუსიკის გულშემატკივრების, მათ შორის დიდწილად ჩვენი უცხოელი მეგობრების ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდით.
CD ალბომის „ჯადოსნური ბილიკები“ ჩანაწერების მოსმენა მუსიკალურ პლატფორმაზე შეგიძლიათ:
Spotify
Apple Music
Amazon Music
Youtube Music
Pandora p
Tidal
Deezer
გამოცემაზე მუშაობდნენ:
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი — სანდრო ნათაძე
ხმის რეჟისორი — ილია ჯღარკავა
ქართული ტექსტის რედაქტორი — თამარ ასათიანი
ინგლისური თარგმანი — ნანა მჟავანაძე
გარეკანის ფოტო და დიზაინი — გელა მეგრელიძე
ალბომში შესულ სიმღერებში მონაწილეობენ: ანს. ადილეი, მერაბ კალანდაძე და ჩონგურის აკომპანიმენტი ილია ჯღარკავა.
![PlaceMUS XR • 2025 [პარტნიორი]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_07fefc85612c4485abcec89f13b5fad4~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_776,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_07fefc85612c4485abcec89f13b5fad4~mv2.jpg)
![„ადილეი და მეგობრები“ დისკანტოს ფესტივალზე • 2025 [მონაწილე]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_69200d36bf0a40ddb8e05fa2ea21589e~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_69200d36bf0a40ddb8e05fa2ea21589e~mv2.jpg)
![პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები • 2024 [ჩვენი პროექტი]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_7b8d3dac6f7645f2a80c1abe1aac1288~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_7b8d3dac6f7645f2a80c1abe1aac1288~mv2.jpg)