აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება • 2023 [ჩვენი პროექტი]
- Folk life
- Jan 1, 2023
- 1 min read
Updated: Oct 26

2023 წელი – „აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება“
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი მიმართული იყო ქვემო ქართლში აზერბაიჯანული თემის ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციაზე. მოიცავდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში საველე კვლევასა და მასალის დოკუმენტირებას, მუსიკალურ განათლებაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ეთნომუსიკოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე თბილისში ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენას.
პროექტის ფარგლებში:
2023 წლის მარტსა და მაისში განხორციელდა საველე-საექსპედიციო მუშაობა საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში. ჩაიწერა აშუღური ხელოვნებით დაინტერესებული შეგირდების შესრულება, თემის წარმომადგენელ ქალთა რეპერტუარის ნიმუშები, სადღესასწაულო შეკრებებისათვის დამახასიათებელი მეზურნეთა ანსამბლები, ტრადიციული ხელსაქმის – ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვის ოსტატები. ფირზე აღიბეჭდა ადგილობრივთა ცეკვები, ტრადიციული სამზარეულო და ხალხური წეს-ჩვეულებები.
6–8 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრები აზერბაიჯანულენოვანი თემის ახალგაზრდებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა მათთვის პროფესიული მუსიკალური განათლების ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციის მიწოდებას და ეთნომუსიკოლოგიის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციას.
მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი აშუღური ტრადიციების შესწავლითა და კვლევით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის.
2023 წლის 15 ოქტომბერს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში გაიმართა საქართველოს აზერბაიჯანელთა ტრადიციული მუსიკის საღამო „საზს გეფიცები“. მოეწყო აზერბაიჯანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული საველე კვლევისას გადაღებული ფოტომასალის გამოფენა.
2024 წლის 11 მარტს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი დოკუმენტური ფილმის – „საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება“ – პრეზენტაცია.


















![„ადილეი და მეგობრები“ დისკანტოს ფესტივალზე • 2025 [მონაწილე]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_69200d36bf0a40ddb8e05fa2ea21589e~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_69200d36bf0a40ddb8e05fa2ea21589e~mv2.jpg)
![პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები • 2024 [ჩვენი პროექტი]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_7b8d3dac6f7645f2a80c1abe1aac1288~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_7b8d3dac6f7645f2a80c1abe1aac1288~mv2.jpg)
![ანსამბლ „მარგალიტის“ მონაწილეობა დისკანტოს ფესტივალზე • 2024 [მონაწილე]](https://static.wixstatic.com/media/c4d8c7_3c0f0bc107564bd3a5562b713398f37d~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/c4d8c7_3c0f0bc107564bd3a5562b713398f37d~mv2.jpg)